მედია: რა ქონებით მოვიდა საჯარო სექტორში და რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი?

News.ge 5 საათი წინ 9
მედია: რა ქონებით მოვიდა საჯარო სექტორში და რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ორჯერ იყო პარლამენტარი “ქართული ოცნების” სიით, ახლა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.

ქვრივიშვილი დეკლარაციას 2019 წლიდან ავსებს. ბოლო შევსებული დოკუმენტი 30 აპრილით თარიღდება, თუმცა პლატფორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გუშინ 6-თვიანი პაუზის შემდეგ გახდა. მას შემდეგ,რაც “ტექნიკური ხარვეზი” ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოასწორა.

BM.GE გადასახადის გადამხდელებს პერიოდულად საქმის კურსში ჩააყენებს, რას ფლობდნენ თანამდებობაზე დანიშვნამდე და როგორია დღეს საჯარო მოხელეების ქონება.

უძრავი ქონება

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილი ფლობს:

  • ბინას თბილისში, პავლე ასლანიდის ქუჩაზე (147 კვ.მ) — შეძენილი 98,000 დოლარად.
  • მიწის ნაკვეთს წავკისში (1047 კვ.მ) — შეძენილი 2022 წელს, 139,251 დოლარად.

მის მეუღლეს ეკუთვნის სამი ბინა თბილისში (ორი მათგანი ნიაღვრის ქუჩაზე, ერთი ბახტრიონის ქუჩაზე, საერთო ღირებულება 208,000 დოლარი), და არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც პრივატიზებულია და მის ღირებულებად 0 ლარია მითითებული.

2019 წლის დეკლარაციით, ქვრივიშვილი არ ფლობდა მიწის ნაკვეთი წავკისში – 1047 მ², შეძენილი 2022 წელს, ღირებულება – 139,251 USD.

ოთარ ბერიშვილს დამატებული აქვს:

  • კიდევ ერთი ბინა ბახტრიონის ქუჩაზე (109.75 მ², 68,000 USD)

სხვა ქონება

ქვრივიშვილს დეკლარაციით ეკუთვნის: BMW X6 — 2018 წლის მოდელი, შეძენილი 60,000 დოლარად.

ასევე ორი Rolex-ის საათი (ერთი ნაჩუქარი, მეორე ნაყიდი). Cartier-ის სამაჯური და ბეჭედი, რომელთა ჯამური ღირებულება 10,500 დოლარს შეადგენს.

სამეწარმეო საქმიანობა:

2019 წელს მარიამ ქვრივიშვილი ფლობდა წილს ორ კომპანიაში შპს-ში: ვოიაჟერი (10%) და ეარლაინ რეპრეზენტეიშენ გრუპ (30%). 2025 იგივე კომპანიებში ფლობს წილს, მაგრამ დამატებულია წლიური შემოსავლის დეტალები (მაგ. ვოიაჟერიდან 158,000 GEL).

ოთარ ბერიშვილის მონაწილეობა შპს-ებში მკვეთრად გაზრდილია – როგორც დირექტორი, ასევე მეწილე (მაგ. შპს “პრფუნქტორი” – 100%).

ხელშეკრულებები და სესხები:

2019 წელს მარიამ ქვრივიშვილს ჰქონდა სამომხმარებლო სესხი (41,000 USD).

ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (60,000 USD).

ხოლო 2025 წლის დეკლარაციით, აღებული აქვს ახალი სესხი 2022 წელს – 57,000 GEL (მიწის ნაკვეთის შეძენასთან კავშირში).

დეკლარაციაში ასევე ასახულია:

  • უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული 11,975 დოლარი,
  • მოგზაურობაზე გაწეული 22,000 ლარის ხარჯი,
  • დახმარების სახით გადახდილი 10,000 ლარი,
  • და სხვა დანახარჯები (ტანსაცმელი, რემონტი, გასესხება).
სრულად წაიკითხეთ სტატია