ტელეწამყვანი ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს,
რომ მას „საზოგადოებრივ
მაუწყებელზე“, „მოამბის“
18:00 საათიანი გამოშვება
აღარ
მიჰყავს.ტელეწამყვანი
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით მაუწყებლის
ოფიციალურ პოზიციაზე
წერს:„მე აღარ მიმყავს
მოამბე 18:00
საათზე.ოფიციალური
პოზიცია - როგორც თქვენთვის
ცნობილია, დღეს გამართულ
სამეურვეო საბჭოს
სხდომაზე "მოამბის"
პროდიუსერებმა, თქვენს
მიერ საჯაროდ (მათ შორის
ეთერში) გაკეთებულ
განცხადებებთან
დაკავშირებით,
დააფიქსირეს საკუთარი
პოზიცია და თქვენთან,
როგორც "მოამბე"-ს
წამყვანთან, მუშაობის
გაგრძელებაზე განაცხადეს
უარი.აღნიშნული
გარემოების
გათვალისწინებით,
თანამშრომელთა შორის
არსებული და შესაძლო
სამომავლო დისკომფორტის,
დაძაბული და არაჯანსაღი
სამუშაო გარემოს
შექმნის/გაუარესების
საფრთხის თავიდან
აცილების, ასევე
მაუწყებლის კანონისმიერი
ვალდებულებების
შესრულების უზრუნველყოფის
მიზნით, გაცნობებთ, რომ
მიმდინარე წლის 4
თებერვლიდან, არსებული
გართულებული ვითარების
ნორმალიზებამდე, დროებით
აღარ დაგევალებათ
საინფორმაციო გამოშვება
"მოამბე"-ს წამყვანის
ფუნქციის შესრულების
ვალდებულება”, - წერს
ტელეწამყვანი.