ქალაქ თბილისის N142 საჯარო
სკოლა სამწუხარო
ინფორმაციას
ავრცელებს. „გარდაიცვალა
ჩვენი სკოლის IVდ კლასის
მოსწავლე, ნინო
ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია
დიდ ტკივილს გვაყენებს
ყველას, ვინც მას იცნობდა —
დამრიგებელს,
მასწავლებლებს,
თანაკლასელებს, სკოლის
თითოეულ წევრს. ნინო იყო
ნათელი, კეთილი და
გულთბილი, რომელიც
ყოველთვის სიყვარულითა და
სითბოთი ავსებდა ირგვლივ
მყოფებს.მისი მოულოდნელი
წასვლა უდიდესი
დანაკლისია ჩვენი
სკოლისთვის.სკოლის
თითოეული წევრი ვიზიარებთ
ოჯახის მწუხარებას“, -
წერია სამძიმრის
წერილში. სოციალურ ქსელში
ახლობლები წერენ, რომ კიბის
ქვეშ ორმოში ჩავარდა და
თავი დაარტყა.