88 ხმით არცერთის
წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის
პარლამენტმა დღევანდელ
სხდომაზე 150 დეპუტატის
უფლებამოსილება ცნო.
უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ პარლამენტის
წევრებმა ქვეყნისადმი
ერთგულების ფიცი
დადეს.უფლებამოსილების
ცნობამდე, რეგლამენტის
შესაბამისად, ცესკო-ს
თავმჯდომარემ, გიორგი
კალანდარიშვილმა
პარლამენტს არჩევნების
შედეგები გააცნო. ასევე,
დროებით სამანდატო
კომისიას პარლამენტის
წევრთა უფლებამოსილების
ცნობისთვის საჭირო
დოკუმენტაცია გადასცა.
პროცედურის შესაბამისად,
კომისიებმა აირჩიეს
თავმჯდომარეები და
მდივნები, ასევე დროებითმა
სამანდატო კომისიებმა
განიხილეს ცესკო-ს მიერ
გადაცემული
დოკუმენტაცია.ცესკო-ს
ოფიციალური შედეგების
თანახმად, მეთერთმეტე
მოწვევის პარლამენტში
ხუთი პოლიტიკური სუბიექტი
მოხვდა.150-კაციან
პარლამენტში „ქართულ
ოცნებას“ 89 მანდატი აქვს.
დანარჩენი ადგილები
„კოალიცია
ცვლილებისთვის“,
„ერთიანობა – ნაციონალურ
მოძრაობას“, „ძლიერ
საქართველოსა“ და
„გახარია
საქართველოსთვის“ შორის
გადანაწილდა, თუმცა
ოპოზიცია აცხადებს, რომ
პარლამენტში შესვლას არ
აპირებს.ახალარჩეული მე-11
მოწვევის პარლამენტი დღეს
პირველ სხდომას მართავს.
სხდომას პარლამენტის
თავმჯდომარის არჩევამდე
პარლამენტის უხუცესი
წევრი ლადო კახაძე უძღვება.