მე-11 მოწვევის პარლამენტი
ახალი პრეზიდენტის
არჩევის საკითხზეც
იმსჯელებს. პრეზიდენტის
არჩევის თარიღი მიმდინარე
კვირას დასახელდება.
თარიღის ჩანიშვნის შემდეგ
ცესკო აყალიბებს
საარჩევნო კოლეგიას,
რომელიც 300 წევრისგან,
ხმოსნისგან შედგება. მათ
შორის არის პარლამენტის 150
წევრი, ხოლო მეორე
ნახევარი, 150 ყალიბდება
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის
უმაღლესი საბჭოს 21
წევრისგან და დარჩენილი 109
წევრი უკვე ყალიბდება
თვითმმართველობის
წარმომადგენლებისგან (2021-2022
წელს პარტიების მიერ
მიღებული მხარდაჭერის
პროპორციის
შესაბამისად).პრემიერ-მინისტრისა
და მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადების შემდეგ
პარლამენტი ახალ
საპრეზიდენტო კანდიდატთან
დაკავშირებით
კონსულტაციებს დაიწყებს.
სწორედ ამის შემდეგ
გახდება საზოგადოებისთვის
ცნობილი, თუ ვინ იქნება
მმართველი გუნდის
საპრეზიდენტო
კანდიდატი.ცნობისთვის,
პირველად ქვეყნის
პრეზიდენტი არაპირდაპირი
წესით აირჩევა.