29 ივნისის ჩათვლით
თბილისი–თელ-ავივი–თბილისის
მიმართულებით დაგეგმილი
რეისები უსაფრთხოებიდან
გამომდინარე გაუქმებულია,
– ინფორმაციას “ჯორჯიან
ეარვეისი”
ავრცელებს.როგორც
კომპანია წერს, მგზავრებმა,
რომლებმაც უკვე შეიძინა
ბილეთები აღნიშნულ
რეისებზე, ექნებათ
ბილეთების გადაცვლის ან
თანხის დაბრუნების
შესაძლებლობა.“მგზავრთა
საყურადღებოდ!გაცნობებთ,
რომ 29 ივნისის ჩათვლით
თბილისი–თელ-ავივი–თბილისის
მიმართულებით დაგეგმილი
რეისები უსაფრთხოებიდან
გამომდინარე
გაუქმებულია.მგზავრებს,
ვინც უკვე შეიძინა
ბილეთები აღნიშნულ
რეისებზე, ვთავაზობთ
ბილეთების გადაცვლის ან
თანხის დაბრუნების
შესაძლებლობას.ბილეთის
გადაცვლა ან თანხის
დაბრუნება შესაძლებელია
ბილეთის შეძენის
ადგილას.„ჯორჯიან
ეარვეისი”, თელ-ავივის
გარდა, სხვა
მიმართულებებით დაგეგმილ
რეისებს, შეუფერხებლად,
განრიგის მიხედვით
ასრულებს.” – წერია
კომპანიის განცხადებაში.