მაჭარაშვილი ფინალში გავიდა – კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს

News.ge 1 კვირა წინ 16
მაჭარაშვილი ფინალში გავიდა – კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იჭიდავებს, კიდევ ოთხ ქართველს კი მედლების მოპოვების შესაძლებლობა აქვს.
მაჭარაშვილმა რადოსლავ ბარანი (პოლონეთი) 11:0, ხოლო რიჩარდ ვეგი (უნგრეთი) 10:0 დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში ს წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაუპირისპირდება.
ბრინჯაოს მედლებისთვის გოგა ოთინაშვილი (65 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) იბრძოლებენ. რეპეშაჟიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) აგრძელებენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია