"მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვაქცინის ჩატარება" - სეზონური გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია

Primetime.ge 3 თვის წინ 17
"მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვაქცინის ჩატარება" - სეზონური გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია
სეზონური გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია. ექიმები პიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან, თუმცა ვირუსების გავრცელება მოსალოდნელია გვიან გაზაფხულამდე.ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენა და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე, ვირუსის სიმპტომებისას, დარჩნენ სახლში და ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა თუ ბაღებში. უმთავრეს რეკომენდაციად კვლავ რჩება ვაქცინაცია."მიმდინარე პერიოდში, საქართველოში აღინიშნება რესპირატორული ინფექციების შემთხვევების მატება, რაც, რეალურად, წარმოადგენს სეზონურ ზრდას. ამ პერიოდისთვის, ეს მოსალოდნელია. ამ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვაქცინის ჩატარება, განსაკუთრებით - მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად, რეკომენდაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან", - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია