საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე,
დავით დევიძე განცხადებას
ავრცელებს. დევიძე
სოციალურ ქსელში წერს, რომ
მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით გავრცელდა
ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო
რეესტრის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე -
დავით დევიძე შეუერთდა
სააგენტოს თანამშრომლების
მცირე ნაწილის
პეტიციას."მოგესალმებით,მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით
გავრცელდა ცრუ ინფორმაცია,
რომ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარე - დავით დევიძე
შეუერთდა სააგენტოს
თანამშრომლების მცირე
ნაწილის
პეტიციას.აღნიშნული
წარმოადგენს ტყუილზე
დაფუძნებულ პროვოკაციულ
მოქმედებას და მიზნად
ისახავს საზოგადოების
შეცდომაში შეყვანას.ჩემი
ნების საწინააღმდეგოდ,
გაურკვეველმა პირებმა
ელექტრონულ ფაილზე
დაიტანეს ჩემი სახელი და
გვარი და საზოგადოებას
მიაწოდეს ყალბი
ინფორმაცია.ვაგრძელებ
მუშაობას საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში,
ვემსახურები ჩვენი
ქვეყნისა და ხალხის
საუკეთესო ინტერესებს," -
აცხადებს დავით დევიძე.