მასკმა ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველს “ნამდვილი იდიოტი” უწოდა

News.ge 1 კვირა წინ 4
მასკმა ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველს “ნამდვილი იდიოტი” უწოდა

“ნავარო ნამდვილი რეგვენია, რასაც ის აქ ამბობს ეს უბრალოდ მტკნარი სიცრუეა”- წერს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და -ს ფედერალური მთავრობის ეფექტურობის (DoGE) კურატორი ილონ მასკი, ს ეკონომიკურ მრჩეველზე პიტერ ნავაროზე.
“Tesla-ს აქვს სრულად ამერიკაში წარმოებული მანქანები. ნავარო აგურის ტომარაზე უფრო სულელი ჩანს.
ნებისმიერი განსაზღვრებით, Tesla არის ყველაზე ინტეგრირებული ავტოგამწარმოებელი ამერიკაში, რომელიც ფლობს ყველაზე მაღალ წილს ამერიკული კომპონენტების გამოყენებით”, – თქვა მასკმა.
ცოტა ხნით ადრე Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკმა ტრამპს პირადად სთხოვა გაეუქმებინა ტარიფები.
ასევე, 7 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე მასკმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი უტარიფო, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე უნდა შეთახნმდნენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია