“მასთან ერთად თამაში ბრწყინვალე რამაა” – ბელინგემმა მბაპეზე ისაუბრა

News.ge 2 დღის წინ 1
“მასთან ერთად თამაში ბრწყინვალე რამაა” – ბელინგემმა მბაპეზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა “სიტისთან” (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“კილიანთან ერთად თამაში ბრწყინვალე რამაა, როდესაც მას პასს აძლევ, წინასწარ იცი, რომ რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს.
როცა მბაპე ბურთს საჯარიმოსთან იღებს, ძალიან საშიში ხდება, კილიანს ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია. მას წარმატებული კარიერა უკვე აქვს. “რეალში” თავიდან ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ადაპტაციის გავლა მოახერხა”, – განაცხადა ბელინგემმა.
შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაში ფრანგმა შემტევმა “სიტის” წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სრულად წაიკითხეთ სტატია