მას აქვს გედის ბოლო სიმღერის ამბავი, რომ ავნოს თავის ქვეყანას. ორბელიანების სასახლეს ახალი მოსახლე ეყოლება ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 4 დღის წინ 14
მას აქვს გედის ბოლო სიმღერის ამბავი, რომ ავნოს თავის ქვეყანას. ორბელიანების სასახლეს ახალი მოსახლე ეყოლება ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს - დავით მათიკაშვილი
მას აქვს გედის ბოლო სიმღერის ამბავი, როდესაც თუ რამე შეუძლია ავნოს თავის ქვეყანას და აქამდე ვერ შეძლო, თუ რამე დაუგროვდა, რომ იქნება რამე გააფუჭოს საქმე მაქსიმალურად ეცდება, რომ ავნოს საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ , რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა თუ როგორ ცდილობდა საკუთარი ქვეყნის გაშავებას ტყუილებით სალომე ზურაბიშვილი.„ჩვენ დღეს წარმოუდგენელი რაღაც ვიხილეთ თუ არ შევხედავთ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს და ვიფიქრებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ მნიშვნელოვან ფორუმზე სიტყვით. წარმოუდგენელი რაღაც არის. სალომე ზურაბიშვილის და ნიკა გვარამია ყორღანაშვილების და ორჯინიკიძეების 21-ე საუკუნის გამოხატულებები, რომ არიან მაგაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. ტიპური მცდელობა, რომ გააშავო ტყუილებით შენი ქვეყანა და ტყუილი წარმოაჩინო სიმართლედ. ევროპარლამენტარების სულ 20% უსმენდა მას. ჩვენს ქვეყანაშიც 20% -ია ის ელექტორატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უსმენს.ასე ჩაბღაუჭებული, არაადეკვატურად მოქმედი და ამ მოქმედებაში გამოვლენილი არაჯანსაღი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, ორბელიანის სასახლეში ჯდომის აქამდე არ გვინახავს. ახალი მოსახლე ეყოლება იმ სასახლეს ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია