‘მას 5 “ოქროს ბურთი” უნდა მოეგო’ – ბუფონი ექსთანაგუნდელზე

News.ge 1 თვე წინ 23
‘მას 5 “ოქროს ბურთი” უნდა მოეგო’ – ბუფონი ექსთანაგუნდელზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მაკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ყოფილი თანაგუნდელი ნეიმარი ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ დაასახელა.
Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ჯიჯიმ” მეტოქეებზე ისაუბრა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოჰყო.
“ვინ იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? სამი თაობის მოთამაშეებს დავპირისპირებივარ, როგორ ავარჩიო? ზიდანი, რონალდო, მესი, კრიშტიანო რონალდო, ინიესტა…
ერთი ავირჩიო? მაშინ ნეიმარი. ისეთი ფეხბურთელი და ადამიანია, რომ “ოქროს ბურთი” ხუთჯერ უნდა მოეგო,” – განაცხადა 46 წლის იტალიელმა, რომელმაც კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა.
როგორ გინდა ამ ლეგენდარულ კიპერს არ დაეთანხმო..ალბათ ფორმის პიკში ნეიმარი თვით რონალდოს სჯობდა..თუნდაც რონალდუს..მაგრამ არა მესის..ამიტომაც ვერ მოიგო..პლუს როგორც უმეტესი ბრაზილიელი..გაიბრწყინა რამოდენიმე წელი და ბარსადან წასვლის შემდეგ მორჩა მაგისი ფეხბურთი..

სრულად წაიკითხეთ სტატია