მარშებით ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს ვერ შევუქმნით, საჭიროა საბოტაჟი სამსახურებში და ეკონომიკური კრიზისი - ქეთი დევდარიანი

Primetime.ge 1 კვირა წინ 25
მარშებით ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს ვერ შევუქმნით, საჭიროა საბოტაჟი სამსახურებში და ეკონომიკური კრიზისი - ქეთი დევდარიანი
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სცენარისტი ქეთი დევდარიანი ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი აზრით, რაკი „მარშებით და აქციებით სასურველ მიზანს ვერ აღწევენ“, სასურველია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება.„მე მაქვს განცდა, რომ ჩვენ ვყალიბდებით კარგ სამოქალაქო საზოგადოებად, ხორუმი კარგია ჩვენი საამაყო მოგონებებისთვის, მაგრამ ჩვენ მარშებით ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს ვერ შევუქმნით. ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს როგორ შევუქმნათ ივანიშვილს დისკომფორტი. არ ვგულისხმობ მაინც და მაინც რამეს სროლა, ესეც გავიარეთ და ის ხალხი გამოსაყვანი გვყავს ციხეებიდან.ალბათ კიდევ რაღაც მოსაფიქრებელი გვაქვს. ჩემი აზით ეს არის საბოტაჟი სამსახურებში, მოქალაქეებმა არ შეუსრულონ დავალებები მათ. ალბათ კიდევ ეკონომიკური კრიზისია ამისთვის საჭირო, ყველა მიხვდეს რომ ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მოსახლეობას აღარიბებს“ - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ქეთი დევდარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია