მარტში ეკონომიკურმა
ზრდამ შეადგინა 9% და
პირველი კვარტლის საერთო
მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე
პირველ კვარტალში,
საგადასახადო
შემოსავლების გეგმა
შესრულდა 120 მლნ ლარის
გადაჭარბებით, რაც
ეკონომიკური ზრდის
შედეგია, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.პრემიერმა
მთავრობის ეკონომიკურ
გუნდს მიღწეული
შედეგებისთვის მადლობა
გადაუხადა.„გუშინ
გამოქვეყნდა სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის
მონაცემები. მარტში
ეკონომიკურმა ზრდამ
შეადგინა 9% და პირველი
კვარტლის საერთო
მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე
პირველ კვარტალში,
საგადასახადო
შემოსავლების გეგმა
შესრულდა 120 მლნ ლარის
გადაჭარბებით, რაც
ეკონომიკური ზრდის
შედეგია. ამისთვის მადლობა
მინდა გადავუხადო ჩვენს
ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი
ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტი არის ქვეყნის
ეკონომიკური განვითარების
უზრუნველყოფა. ამ
მიმართულებით კიდევ ბევრი
გვაქვს გასაკეთებელი.
გავაგრძელებთ მუშაობას
იმისათვის, რომ
ეკონომიკური ზრდა კიდევ
უფრო მეტად დავაჩქაროთ“, -
განაცხადა პრემიერმა.