
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მარტვილში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო – ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გრძელდება ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
დღეის მდგომარეობით საერთო სამუშაოების 76% უკვე შესრულებულია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.