მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე ისაუბრეს

Primetime.ge 1 დღე წინ 14
მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინაში ომის დასრულება და ტრამპის სამშვიდობო ხედვები - განხილულ საკითხებს, მხარეებს შორის შემდგარი კომუნიკაციის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი და ლავროვის უწყება ავრცელებენ.სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს გადასცა იგივე გზავნილები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა უკრაინულ დელეგაციასა და ევროპელ მოკავშირეებს პარიზში გაუზიარა: პრეზიდენტ ტრამპსა და შეერთებულ შტატებს სურთ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს მტკიცე, ხანგრძლივი მშვიდობის კონტურები.რუსული მხარის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ მათი პირველი დიპლომატი და სახელმწიფო მდივანი რუბიო ოპერატიულ კავშირის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, მომავალ კვირას უკრაინულ მხარესთან ამერიკელებისა და ევროპელების მიერ დაგეგმილი შეხვედრების გათვალისწინებით.
სრულად წაიკითხეთ სტატია