საფრანგეთის
ულტრამემარჯვენე პარტიის,
„ეროვნული გაერთიანების“
ლიდერი მარინ ლე პენი
აცხადებს, რომ ბიუჯეტი
ამჟამინდელი ფორმით თუ
დამტკიცდება, მისი პარტია
პრემიერ-მინისტრ მიშელ
ბარნიეს მთავრობისთვის
უნდობლობის გამოცხადებას
მხარს დაუჭერს.ამის
შესახებ მარინ ლე პენმა
პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრის შემდეგ
მედიასთან საუბრისას
განაცხადა.ჟურნალისტების
შეკითხვებზე პასუხისას, ლე
პენმა თქვა: „ვნახოთ,
იქნება თუ არა
გათვალისწინებული მისი
გზავნილი ბიუჯეტის
პროექტთან დაკავშირებით
კომპრომისის
მისაღწევად“.საფრანგეთის
მთავრობის ბიუჯეტის
პროექტი ბიუჯეტის
დეფიციტის შემცირებას
ითვალისწინებს.