ეს არის ყოფილი „დანიის
ქალთა მუზეუმის“
ამჟამინდელი სიმბოლო.
საქმე ის გახლავთ, რომ
„ქალთა მუზეუმი“, რომელიც
1982 წელს დაარსდა დანიის
ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს
გადაკეთდა „დანიის
გენდერულ მუზეუმად“ , - წერს
ჟურნალისტიმარიკა
ლაცაბიძე სოციალურ ქსელში
და ფოტოს აქვეყნებს,
რომელზედაც გამოსახულია
მამაკაცის ფიგურა
ძუძუმწოვარი ჩვილით
ხელში.ლაცაბიძის
განცხადებით, მუზეუმის
სახელის შეცვლის მიზეზად,
ადგილობრივმა
მმართველებმა დაასახელეს
უხერხულობა, რომელსაც
იწვევს მხოლოდ ქალთა
ტრანსფორმაციის ისტორიის
მიწოდება
მნახველებისთვის, რაც
შეიძლება შეურაცხმყოფელი
იყოს მამაკაცებისთვის,
შესაბამისად, შეიცვალა
მუზეუმის კონცეფცია და
აღნიშნული ფიგურაც მის
სავიზიტო ბარათად იქცა.„ეს
არის ყოფილი „დანიის ქალთა
მუზეუმის“ ამჟამინდელი
სიმბოლო. საქმე ის გახლავთ,
რომ „ქალთა მუზეუმი“,
რომელიც 1982 წელს დაარსდა
დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023
წელს გადაკეთდა „დანიის
გენდერულ მუზეუმად“. ამ
ფაქტის მიზეზად
ადგილობრივმა
მმართველებმა დაასახელეს
უხერხულობა, რომელსაც
იწვევს მხოლოდ ქალთა
ტრანსფორმაციის ისტორიის
მიწოდება
მნახველებისთვის, რაც
შეიძლება შეურაცხმყოფელი
იყოს მამაკაცებისთვის.
ამდენად, შეიცვალა
მუზეუმის კონცეფცია და
ამის ნიშნად მუზეუმის
შესასვლელთან დაიდგა 3,5
მეტრიანი მამაკაცის
ფიგურა ძუძუმწოვარა
ჩვილით ხელში, რომელიც
მუზეუმის სავიზიტო ბარათი
გახდა.კულტუროლოგების
მოსაზრებით, სკულპტურა,
რომელიც წარმოადგენს
მამაკაცისა და ქალის
ჰიბრიდს, განასახიერებს
დანიის თანამედროვე
საზოგადოებას. მუზეუმში
ტარდება ღონისძიებები,
რომლებიც ეძღვნება
გენდერის თემას,
სქესობრივი აღზრდის
ისტორიას. ასევე, მუზეუმში
არის სივრცე, სადაც
განიხილება სქესის
თანასწორობა ბავშვებში და
ეწყობა გამოფენები, სადაც
ასახულია ბავშვობის ხანა
და ცვლილებები, რომლებსაც
განიცდის ეს ასაკობრივი
კატეგორია ბოლო 150 წლის
განმავლობაში.” - წერს
მარიკა ლაცაბიძე.