მარიამ ლაშხი: საკმაოდ დახუნძლული, პროდუქტიული სამი დღე გამოვიდა სერბეთში - ხელშესახები შედეგებით ვბრუნდებით საქართველოში

Primetime.ge 3 კვირის წინ 16
მარიამ ლაშხი: საკმაოდ დახუნძლული, პროდუქტიული სამი დღე გამოვიდა სერბეთში - ხელშესახები შედეგებით ვბრუნდებით საქართველოში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ სერბეთში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დელეგაცია საქართველოში მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.მისვე თქმით, სერბეთში შეხვედრების დროს მთავარი ყურადღება უსაფრთხოებაზე, ოკუპაციასა და ევროინტეგრაციაზე გამახვილდა.„საკმაოდ დახუნძლული, პროდუქტიული სამი დღე გამოვიდა სერბეთში. დელეგაცია ხელშესახები შედეგებით ვბრუნდებით საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტების დროს მთავარი ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებაზე, ოკუპაციაზე და ევროინტეგრაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი ჩვენი ორმხრივი შეხვედრების.არის კონკრეტული შედეგები რამდენიმე მიმართულებით: პირველი - პოლიტიკური კუთხით. ჩვენ სერბეთს მხრიდან, კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური და მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ოკუპაციის დაგმობის. ამ მიმართულებით ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს.ასევე მნიშვნელოვანი იყო საუბრები უსაფრთხოების გარშემო. მსჯელობა გვქონდა მოლაპარაკებების ნაწილზე, რაც იმართება აშშ-სა და რუსეთს შორის, გადაწყვეტილება ომის დასრულებასთან დაკავშირებით.მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ასევე ევროინტეგრაციის პროცესზე. ჩვენ დეტალურად გავეცანით იმ კონკრეტულ რეფორმებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც საგარეო კომიტეტის, ევროინტეგრაციისა და სხვა დარგობრივი კომიტეტების ფარგლებში განხორციელდა.მეორე, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ვიზიტის, არის სერბეთის საელჩოს გახსნა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
სრულად წაიკითხეთ სტატია