მარიამ ლაშხი ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტ ბესარიონ შენგელიას შეხვდა

Primetime.ge 2 თვის წინ 62
მარიამ ლაშხი ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტ ბესარიონ შენგელიას შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტ ბესარიონ შენგელიას შეხვდა.მხარეებმა ახალ საგანმანათლებლო პროექტებზე და სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც ბესარიონ შენგელიას ეკუთვნის.შეხვედრისას საუბარი შეეხო საგანმანათლებლო სისტემაში ახალი ტიპის მეთოდოლოგიის ინტეგრირებას და განახლებას როგორც სკოლამდელი ასაკისთვის, ასევე დაწყებითი კლასებისთვის. „საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის ანბანის ახლებურად შესწავლას. მისი გამოცემული საგანმანათლებლო წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის, რათა მათ მშობლიურ ენასთან ჰქონდეთ მეტი ემოციური კავშირი და ენის შესწავლა მეტად გამარტივებული მეთოდოლოგიით შეძლონ. ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის განახლება როგორც სკოლამდელი ასაკისთვის ასევე დაწყებითი კლასებისთვის“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.მისი თქმით, ბესარიონ  შენგელიას ინიციატივაა საქართველოში მსოფლიო ფორუმის ორგანიზება.მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია