“რაღაც ეტაპზე, გამომსვლელებზე სახეში დაიწყეს ლაზერის მინათება. უცბად ყველამ დავიწყეთ ძებნა, ვინ იყო, აღმოჩნდა რომ მონოგრაფიდან ანათებდნენ ქოცები. აქ სანამ ვგეგმავდით, როგორ ავუვარდებოდით, ვიღაცა ასევე ლაზერიანმა აქციის მონაწილემ დაინახა და იქ რაც ატყდა, ვიდეოში ნახავთ. უკვე დაიწყეს ნელ-ნელა უკან შელაგება”
– წერს აქციის მონაწილე, მარიამ გეგუჩაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და შესაბამის ვიდეოს ავრცელებს.