მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

News.ge 1 თვე წინ 18
მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გუშინ ღამით, “მონაკომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ საშა ობრადოვიჩთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და მათი თანამშრომლობა დასრულდა, გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად კი მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა.
შეგახსენებთ, მარკოიშვილი “მონაკოში” 2021 წლიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, იქამდე კი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მანუჩარი ასევე საკალათბურთო კლუბ “ტიტების” მთავარი მწვრთნელი იყო.
“მონაკო” ევროლიგაში 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, საფრანგეთის ჩემპიონატში კი 6 მოგებითა და 3 წაგებით მე-5 ადგილზეა.

სრულად წაიკითხეთ სტატია