
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსმა” “ფილადელფია 76”-ი 128:120 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში სარეკორდო 34-ქულიანი მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 12:34 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯერემი სოჰანი გახდა, პოლონელმა 35:26 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
“ფილადელფიადან” კვენტინ გრაიმსმა 34:54 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, ლიდერების გარეშე დარჩენილი “სან ანტონიო” 30 გამარჯვებითა და 39
მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, ტეხასელები 24 მარტს “ტორონტო რაპტორსს” დაუპირისპირდებიან.