ვინ არის ჩვენი მოკავშირე,
ვის ეუბნები, რომ დამიდექი
გვერდში, რუსეთს უნდა
ველაპარაკო და შუამავლად
დამიდექი, იმიტომ რომ
მეზობელია, ნორმალური
ურთიერთობა მინდა, არ მინდა
ომი, მაგრამ არ მინდა, რომ
გადამყლაპოს, არ მინდა, რომ
20 პროცენტი გახდეს 80
პროცენტი, - ამის შესახებ
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა
ხაზარაძე , "ტვ პირველის"
ეთერში
განაცხადა.წამყვანმა
სთხოვა ხაზარაძეს,
წარმოიდგინოს, რომ
პრემიერია და რას
გააკეთებდა ამ
შემთხვევაში, რაზეც "ლელოს"
ლიდერმა აღნიშნა, რომ
პირველ რიგში, აშშ-სთან
სტრატეგიულ პარტნიორობას
აღადგენს და შეეცდება
ევროკავშირისგან
დაფინანსება მიიღოს.
მისივე თქმით, "კავკასიონს
ვერ გადაკეტავს" და
დაიწყებს მოლაპარაკებას
რუსეთთანაც, მაგრამ
მოლაპარაკების მაგიდასთან
საქართველო მარტო არ
იქნება."პირველ რიგში,
რასაც გავაკეთებ, აღვადგენ
სტრატეგიულ პარტნიორობას
აშშ-სთან, აღვადგენ
მოლაპარაკებას
ევროკავშირთან, რომ
დაფინანსება მივიღოთ
სწრაფად, რომ ფეხზე
დავდგეთ, იმიტომ რომ ამ
ქვეყნის ყველაზე დიდი
უსაფრთხოება არის ჩვენი
მოქალაქის ეკონომიკურად
წელში გამართვა რომ
ჰქონდეს განცდა, რომ
შემოსავალი ჰყოფნის და
დაგროვების საშუალებაც
უჩნდება, რომ მერე
ინვესტიცია გააკეთოს
პატარა ბიზნესში. ეს არის
უმნიშვნელოვანესი.
პარალელურად, დავიწყებთ
მოლაპარაკებას
რუსეთთანაც, მაგრამ,
მაგიდაზე მარტო არ
დავსხდებით, იმიტომ, რომ
პატარა ქვეყანა ვართ, კი,
დიდი ერი ვართ, მაგრამ
ქვეყანა
პატარაა.საშუალება გვაქვს,
რომ ბალანსი მივიღოთ.
ბუნებრივია, ვერ
გადავკეტავთ კავკასიონს
და თუნდაც ჩვენს
მოქალაქეებს, რომლებიც
რუსეთში ცხოვრობენ, ვერ
დავაყენებთ საფრთხის
წინაშე, მაგრამ, ასე
კაპიტულანტურად, რასაც ეს
[ივანიშვილი] აკეთებს
დავალებით, ეს გამორიცხული
მომენტია", - აღნიშნა
ხაზარაძემ.წამყვანის
კითხვაზე, ვისი იმედითაც
რუსეთთან სამომავლოდ
დასხდებიან
მოსალაპარაკებლად, ის
პარტნიორი რა ტიპის
შეთანხმებას დადებს,
ხაზარაძემ უპასუხა: "დიანა,
ძალიან შორს ნუ წავალთ,
რა".მან ასევე მოუწოდა
მხარდამჭერებს, პროტესტი
არ გაჩერდეს, ვინაიდან
პროტესტი თითოეულ მათგანს
ეხება."ხვალ არის პროტესტის
მე-80 დღე. ხვალ უნდა
გამოვიდეთ ბევრნი, ზეგაც
უნდა გამოვიდეთ და ეს
პროტესტი არ უნდა გაჩერდეს,
იმიტომ, რომ ეს პროტესტი
გეხებათ თითოეულ
თქვენგანს. უნდა გამოვიდეთ,
დავაზანზაროთ და ვუთხრათ,
რომ ეს ქვეყანა ჩვენ
გვეკუთვნის და არავის
სხვას. რუსეთთანაც
დავალაგებთ,
მეზობლებთანაც
დავალაგებთ, მაგრამ არა
ასეთი კაპიტულანტური და
გამყიდველური პოლიტიკით", -
განაცხადა მამუკა
ხაზარაძემ.