"ძლიერი საქართველოს"
ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა
ხაზარაძე ახალი
არჩევნების მისაღწევად
5-პუნქტიან გეგმას
აქვეყნებს:"ახალი
არჩევნების მისაღწევად
საჭიროა:1. ქუჩაში
პერმანენტული საპროტესტო
აქციების გაგრძელება
სხვადასხვა ფორმით,
გეოგრაფიულად სხვადასხვა
ლოკაციებზე, თბილისსა და
მთელ საქართველოში;2.
პარლამენტის
დელეგიტიმაცია, რაც
გამოიხატება არჩეული
ოპოზიციური დეპუტატების
მიერ ინდივიდუალურად
მანდატების ჩაბარების
შესახებ განცხადებებით
მიმართვაში. ასევე, 4
ოპოზიციური პარტიის მიერ
საარჩევნო სიების ჩახსნა;3.
ოპოზიციის მხრიდან
არჩეული პარლამენტის
წევრების მიერ “სახალხო
პარლამენტის” ფორმირება,
პრეზიდენტ ზურაბიშვილის
მოწვევა “სახალხო
პარლამენტის” საპატიო
თავმჯდომარედ, რეალური,
ეროვნული პოლიტიკური
ცენტრის შექმნა,4. “სახალხო
პარლამენტის” სამოქმედო
გეგმის შემუშავება;5.
“სახალხო პარლამენტის”
დელეგაციის გაგზავნა
ჩვენს დასავლელ
მეგობრებთან და მათი
მხრიდან მხარდაჭერის
გაძლიერება", - წერს მამუკა
ხაზარაძე.