ჯო უილსონი ამ ბოლო დროს
არის ერთადერთი, ვინც კიდევ
ბედავს, რომ ფულის
სანაცვლოდ აშშ-დან
საქართველოს წინააღმდეგ
უდიდესი მავნებლობა
ჩაიდინოს, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ.„ჯო
უილსონი ღამე იღვიძებს და
X-ზე დატვიტავს ხოლმე
რაღაცებს. ყველა
სხვადასხვა ფასიანი
განცხადებაა.
ათასდოლარიანი მოკლე და
ბუნდოვანია, 3-4
ათასდოლარიანი უფრო
ვრცელი და გამჭოლი.
რეალურად, ეს ადამიანი არის
ერთადერთი ამ ბოლო დროს,
ვინც კიდევ ბედავს, რომ
ფულის სანაცვლოდ უდიდესი
მავნებლობა აშშ-დან
საქართველოს წინააღმდეგ
ჩაიდინოს. რაც ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტია,
ამერიკელები თავს
იკავებენ ასეთი
მავნებლური
განცხადებებისგან. მხოლოდ
ამ ადამიანს შემორჩა და
ჩალის ფასი არ აქვს ამ ბოლო
დროს უილსონის
განცხადებებს“,- აღნიშნა
მდინარაძემ.