შეიძლება „გამჭვირვალობის
კანონი" საერთოდ აღარ
დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც
კი დადასტურდა, რომ
„გამჭვირვალობის კანონი"
არათუ უბრალოდ კარგი იყო,
არამედ იყო აუცილებელი.
ტრამპის ერთ-ერთმა
პირველმა გადაწყვეტილებამ
ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა
რუსული ტრამპის
გადაწყვეტილებასაც, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ.„ეს
გადაწყვეტილება იქონიებს
შემდეგ გავლენას - შეიძლება
გამჭვირვალობის კანონი
საერთოდ აღარ დაგვჭირდეს.
ანუ ამით ისიც კი
დადასტურდა, რომ
„გამჭვირვალობის კანონი“
არათუ უბრალოდ კარგი იყო,
არამედ აუცილებელი იყო.
ტრამპის ერთ-ერთმა
პირველმა გადაწყვეტილებამ
ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა
რუსული ტრამპის
გადაწყვეტილებასაც. როგორ
სიცრუეში აცხოვრებდნენ
ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის
გამავრცელებელმა
თითოეულმა ადამიანმა
ამასთან დაკავშირებით“, -
განაცხადა
მდინარაძემ.აშშ-ის საგარეო
განვითარების დახმარება 90
დღით შეჩერდება, აშშ-ის
საგარეო პოლიტიკასთან
პროგრამული ეფექტიანობის
და თანამიმდევრულობის
შესაფასებლად/გადასახედად
- ნათქვამია თეთრი სახლის
მიერ გამოქვეყნებულ
დოკუმენტში, რომელსაც ხელს
დონალდ ტრამპი აწერს.