„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი და
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
მამუკა მდინარაძე სოფელ
საბერიოში მომხდარ
ტრაგედიასთან
დაკავშირებით სამძიმარს
გამოთქვამს.„მინდა კიდევ
ერთხელ მივუსამძიმრო
ჩვენს ქვეყანას იმ
სულისშემძვრელი ტრაგედიის
გამო, რაც 5 ანგელოზი
ბავშვის გარდაცვალების
გამო თავს დაატყდა. დიდი
გულისტკივილით მინდა
სამძიმარი ვუთხრა ჩვენი
ქვეყნის თითოეულ
მოქალაქეს და
განსაკუთრებით ამ
ბავშვების ახლობლებსა და
ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა
მამუკა მდინარაძემ.5
იანვარს, ოკუპირებული
გალის რაიონის სოფელ
საბერიოში, საცხოვრებელ
სახლში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ხუთი ბავშვი
გარდაიცვალა.მომხდარი
ტრაგედიის გამო,
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით 9 იანვარი
გლოვის დღედ
გამოცხადდა.გლოვის
დღესთან დაკავშირებით,
საქართველოს ტერიტორიაზე,
ადმინისტრაციულ შენობებზე
დაშვებულია სახელმწიფო
დროშები.მომხდარი
ტრაგედიის გამო,
ოკუპირებულ აფხაზეთში
გლოვის დღე 6 იანვარს იყო
გამოცხადებული.