ეს არის ძალიან პატარა
მარცვალი და უბრალოდ,
მტკიცებულება იმისა, როგორ
მოითბო ძალიან ბევრმა
უსინდისო ადამიანმა ხელი
უკრაინის უბედურებაზე, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ, რითაც
გამოეხმაურა
„სირცხვილიას“ მიერ ბუჩის
მოსახლეობისათვის
შეგროვილი თანხების
შესაძლო არამიზნობრივი
გახარჯვის საკითხს.მამუკა
მდინარაძის თქმით,
უკრაინაში დასახარჯი ფული
რომ იპარება, ეს არის
ყველაზე ამორალური.„ასი
ათას ლარს რა უჭირს,
სამწუხაროდ, მილიარდებია
ასე უმიზნოდ დახარჯული და
შეჭმული უკრაინაში, რაც
უკრაინელ ხალხს უნდა
მოხმარებოდა. ეს არის
ძალიან პატარა მარცვალი და
უბრალოდ, მტკიცებულება
იმისა, როგორ მოითბო ძალიან
ბევრმა უსინდისო
ადამიანმა ხელი უკრაინის
უბედურებაზე. თქვენ ვერ
წარმოიდგენთ რამხელა
ფულია შეჭმული. ეს ასი
ათასი ჩვენ ვიცით აქედან
გადარიცხული და აბა რას
იკადრებდნენ, ერთნაირი
ხალხია ვინც ეს იკადრა.
გინდა ქართველი იყოს, გინდა
უკრაინელი, გინდა რუსი.
არანაირი მნიშვნელობა არ
აქვს ამას, ფულს ვინ შეჭამს.
უფრო დიდი მნიშვნელობა
აქვს ვის და რის ფულს ჭამს.
უკრაინაში ახლა, რა დღეშიც
არის უკრაინა, დასახარჯი
ფული რომ იპარება, აი, ეს
არის ყველაზე ამორალური.
სამწუხაროდ, ასი ათასი ლარი
კი არა, მილიარდებია ასე
შეჭმული და გაფლანგული
ნაკლებად, მითვისებული
უკრაინაში. ალბათ, დრო გავა
და ბევრ რამეს გავიგებთ
ამის შესახებ. ის დიდი ფული,
რაც მიდიოდა, ბევრი
ინფორმაცია არსებობს იმის
შესახებ, თუ როგორ მიდიოდა
ვიღაცების ჯიბეში და როგორ
ნადგურდებოდნენ
უკრაინელები, როგორ
იხოცებოდნენ უკრაინელები
და როგორ მდიდრდებოდნენ
კონკრეტული ადამიანები“, -
აღნიშნა მამუკა
მდინარაძემ.ერთ-ერთი
კომპანია, რომელიც
ქველმოქმედების მიზნით,
გიგა მაქარაშვილის
ინიციატივას გამოეხმაურა
და ომით დაზარალებული
უკრაინელებისთვის
სოლიდური თანხაც გამოყო,
ინტერესდება რაში
დაიხარჯა მათი ფული.
მაქარაშვილი კონკრეტულ
კითხვებს არ პასუხობს.