მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში 2012 წელს დავამთავრეთ - საქართველოში არის სხვა რეალობა

Primetime.ge 9 საათი წინ 5
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში 2012 წელს დავამთავრეთ - საქართველოში არის სხვა რეალობა
"საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დავამთავრეთ და ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შეკრებილმა გუნდმა, 2012 წელს და კიდევ უფრო დაღვინდა ეს სიტუაცია და მოდელირებული რეალობები საქართველოში არის დასრულებული", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა, რომელმაც ჟურნალსტებს დღეს თავისი ახალი ოფისი წარუდგინა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რეალობას არის აცდენილი."მე მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი, იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება მათ მოქმედებებს. უბრალოდ, საბედნიეროდ, ასეთი ძალაუფლება არ აქვთ. ნებისმიერი რაღაც შეუძლია დაუძახოს თავის თავს, ეს მისი ნებაა, თავისუფალია გადაწყვეტილებებში. საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დავამთავრეთ და ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შეკრებილმა გუნდმა, 2012 წელს და კიდევ უფრო დაღვინდა ეს სიტუაცია და მოდელირებული რეალობები საქართველოში არის დასრულებული. ამიტომ, ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც სხვა რიგითი ნაცი ამ რეალობას ვერ შეცვლის. მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარის თუ სტიპენდიატის როლს შეასრულებს, ეს ოფიციალურადაც დაირქვა მან. ვერ მოითმინეს სამი კვირაც კი, რომ მაკკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო, იმ ორგანიზაციაში, რომელიც დარდობდა, რომ არ იყო მსხვერპლი მიმდინარე აქციების დროს. წარმოიდგინეთ, რას უშვებიან. მას უთხრეს, რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებულიო და გახდა ყველზე რადიკალური მაკკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიატი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია