სახელმწიფო აკეთებს
ყველაფერს, რომ თითოეულ
ოჯახში შევიდეს, თითოეულ
ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი
პრობლემები შეუმსუბუქოს, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ,
დასავლეთ საქართველოს
რეგიონებში დიდთოვლობით
გამოწვეული ვითარების
შესახებ საუბრისას.როგორც
მდინარაძემ აღნიშნა, ცუდია,
რომ არ წყდება
სპეკულაციები, ვინაიდან,
ბევრი ცრუ ინფორმაცია
ვრცელდება, თითქოს,
რამდენიმე ადამიანი
სტიქიის გამო დაიღუპა. მან
ოპონენტებს მოუწოდა, ცოტა
ხნით გაჩერდნენ და ნუ
დააპანიკებენ ხალხს,
რომელიც იმედით ელოდება
დახმარებას.„ძალიან ცუდია
ისიც, რომ არ წყდება
სპეკულაციები. ჩვენ გუშინ
დაგვეღუპა ადამიანი,
რომლის გარდაცვალება
უშუალოდ სტიქიასთან იყო
დაკავშირებული, თუმცა,
არაერთ ადამიანთან
დაკავშირებით ვრცელდება
ცრუ ინფორმაცია, რომ მათი
გარდაცვალება სტიქიით იყო
გამოწვეული. სოფელ
ნინოშვილში, ლანჩხუთში
გარდაიცვალა 106 წლის
ქალბატონი და მის
გარდაცვალებასაც აწერდნენ
სტიქიას. ცოტა ხანი მაინც
გაჩერდნენ იმისათვის, რომ
ზედმეტი პანიკა არ შექმნან.
ისედაც რთული ვითარებაა,
სახელმწიფო აკეთებს
ყველაფერს, რაც კი შეიძლება
ხშირ შემთხვევაში
თეორიულადაც და
მავნებლობის ხარისხი
წარმოიდგინეთ, ესენი
აპანიკებენ, რომ სადღაც
იღუპებიან ადამიანები
იმის გამო, რომ სასწრაფომ
ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ
გააკეთეს და ა.შ. ამ
მავნებლობას, ძალიან
ვთხოვთ, ორი-სამი დღით
მაინც დაანებონ თავი და 106
წლის ქალბატონის
გარდაცვალებას მაინც ნუ
მიაწერენ სტიქიას და ნუ
დააპანიკებენ დანარჩენ
ადამიანებს, რომლებიც
ყოველ წუთს ელოდებიან
იმედით დახმარებას
სახელმწიფოსგან და ეს
დახმარება მიდის ყველა
ოჯახში, სადაც თეორიულ
დონეზეც კი შესაძლებელია,
მიდიან ოჯახებში და
ცდილობენ რაღაცნაირად
გაკვალონ გზა. ბევრგან არის
სურსათის დახმარების
საჭიროება და შემთხვევები,
თუმცა, არის სოფლები,
განსაკუთრებით პატარა
სოფლები მაღალ მთაში,
მოწყვეტილია კომუნიკაციას
და იქაც მიდის ახლა მძიმე
და მაღალი გამავლობის
ტექნიკით გადაადგილება,
რომ ბოლო ოჯახამდეც კი
მივიდნენ რამენაირად“, -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.