„ნაცობა“ რომ ავტომატურად
უკიდურეს ამორალურობას
ნიშნავს, ამისი კიდევ ერთი
ნათელი დადასტურება: დღეს
გავარკვიე, რომ ჩემთვის
სამი სხვადასხვა
საზიზღრობა დაუბრალებიათ
სამი დღის განმავლობაში,
ვიდრე ოჯახის გარდაცვლილ
წევრს ვგლოვობდი, - წერს
სოციალურ ქსელში
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე და
პარტიის აღმასრულებელი
მდივანი მამუკა
მდინარაძე.იგი აღნიშნულით
„ტვ პირველზე“ გასულ
ინფორმაციას
ეხმიანება.„ახლა
ნაცმედიის ერთ-ერთ ყველაზე
ბინძურ დანაყოფს, ტვ1-ს
უთქვამს, „ქართულ
ოცნებაში“ დეკლარაციებს
მალავენ, კორუფციაში რომ არ
ვამხილოთო და
„კორუმპირებულ პირთა
საილუსტრაციოდ“ სამი
გვარი, კობახიძე, მდინარაძე
და გომელაური
დაუსახელებიათ.პარალელურად,
თავადვე ამბობენ, რომ
ანტიკორუფციულის საიტია
მთლიანად გათიშული…ამავე
დროს, ძალიან სამწუხაროდ,
ვახტანგ გომელაურიც ორი
დღის წინ გარდაცვლილ
ოჯახის წევრს გლოვობს…ან
დამთხვევაა, ან
ჭირისუფალზე სექტანტური
თავდასხმის რაღაც ახალი
ნაირსახეობა, ან კიდევ
მომენტის გამონახვა
იმისთვის, რომ მათ მიერ
მოგონილ ბინძურ
ბრალდებებს მყისიერად ვერ
უპასუხოს ადამიანმა და
უფრო ადვილად
გაგაშავონ.თავად
დაბრალებულ თემებზე და
მათი ამაზრზენობის
ხარისხზე არაფერს
ვიტყვი…პრინციპში,
გასაკვირიც არ არის, არა თუ
ასეთი ამორალურობა და
დაბრალებები, არამედ
საკუთარ სამშობლოსა და
ხალხს სწირავდნენ ომისა და
გარდაუვალი დაღუპვისთვის.
დღესაც კი კუდს იქნევენ,
საბედნიეროდ - უშედეგოდ!
ამიტომ არის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი, რომ ყველას
და ყველაფერს თავისი
სახელი დაერქვას, რაც
უახლოეს მომავალში
აუცილებლად მოხდება!“, -
წერს მამუკა მდინარაძე.