მამუკა მდინარაძე: იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!

News.ge 3 საათი წინ 4
მამუკა მდინარაძე: იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!
“26 ოქტომბრის პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!
ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!
მოგმართავთ თქვენ, ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული მომავალი, სიმართლე და სამშობლო:
ზუსტად 10 დღეში, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა, გაცილებით უკეთეს პირობებში გავაგრძელოთ მშვიდი და ღირსეული ცხოვრება, ასევე მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმე მოქალაქეები და გავაერთიანოთ ქვეყანა!
26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!” – წერს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია