რუსთაველზე ებრძვიან
პუტინს და თვითონ პუტინის
ფედერალური ბიუჯეტიდან
იღებენ დაფინანსებას, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე.„რუსთაველზე
ებრძვიან პუტინს და თვითონ
პუტინის ფედერალური
ბიუჯეტიდან იღებენ
დაფინანსებას.
წარმოუდგენელი ამბავია.
ყველა იმ ადამიანს
მივმართავ, ვისაც კიდევ
ჰგონია, რომ ჩელიაბინსკში
გაიღვიძა, ამ სიტყვას არ
მოვეშვები, ისე სასაცილოდ
ჟღერს ეს ამბავი. სასაცილო
სიტუაცია შეიძლება არ იყოს,
ძალიან მძიმეა იმის ყურება,
რაც ხდება, მაგრამ მეორე
მხრივ, ჩვენ იუმორს
არასდროს ვკარგავთ ხოლმე
და პუტინს რომ ებრძვის ის
ხალხი, პუტინს, რუსთაველზე,
აგერ თბილისში, ის ხალხი
თურმე რუსული ბიუჯეტიდან
კვლავ ფინანსდება. კვლავ
ამით ამარაგებენ აქციებს
და იბრძვიან პუტინის ფულით
პუტინის წინააღმდეგ“, -
აღნიშნა მამუკა
მდინარაძემ.„ქრონიკამ“
მოიპოვა დოკუმენტი, რომლის
მიხედვითაც ელენე
ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონ
448108 რუბლი ჩაერიცხა.
რამდენიმე დღის წინ
„ქრონიკა“იუწყებოდა,
ხოშტარიამ რუსეთში დარეკა
და ფული ითხოვა.