„რადიო თავისუფლება“ „დიფ
სთეითის“ დავალების
ერთ-ერთი შემსრულებელია, -
წერს „ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე „რადიო
თავისუფლების“ სტატიასთან
დაკავშირებით, რომელიც
მიხეილ სააკაშვილის
საქმეს ეხება.„დანაშაული,
რომელიც 2014 წელს ელიტური
კორუფცია იყო და 2025-ში
„პიჯაკების საქმე”
გახდა.სინამდვილეში „დიფ
სთეითის” მორიგი დავალება
აგენტის მხარდასაჭერად!
“რადიო თავისუფლება”
ერთ-ერთი შემსრულებელია
მრავალთა შორის…“,- წერს
მდინარაძე.პროკურატურის
მიერ წარდგენილი
მტკიცებულებების
საფუძველზე კორუფციული
დანაშაულისთვის მიხეილ
სააკაშვილს 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ
ჯანაშიას სასჯელის სახით
განესაზღვრა ჯარიმა 300 000
ლარის ოდენობით.