მათ [აქციის მონაწილეებს]
ტრენინგებზე ასწავლეს, რომ
ხელისუფლებას უნდა
შეუქმნა ჩიხური სიტუაცია.
ერთ-ერთი ასეთი არის მძიმე
პიროვნული შეურაცხყოფა, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ „იმედი
LIVE“-ში.„ჩვენ გვაქვს
მოცემულობა, როდესაც
ტრენინგებზე ნასწავლ ამ
მავნებლობას რაღაც უნდა
დავუპირისპიროთ.
ტრენინგებზე ასწავლიან,
რომ უნდა ჩამოუშალონ
ავტორიტეტი პოლიციელს, მის
მაღალჩინოსან, პოლიტიკოსს.
გაჩუმდები, წამგებიან
სიტუაციაში ხარ, რაღაცას
იტყვი - ეს როგორ
კადრულობსო. შენ ამას უნდა
მიუდგე სახელმწიფოებრივად
და ამისათვის ერთადერთი
გამოსავალი არის
სახელმწიფოებრივი სწორი
იძულება, რომ ეს ცუდი
საქციელი აკრძალო და
აღკვეთო პრევენციული
ზომებით“, - აღნიშნა მამუკა
მდინარაძემ.„ქართულმა
ოცნებამ“ დააინიციირა
ცვლილებები რომლებიც
რამდენიმე მიმართულებით
კანონმდებლობის
გამკაცრებას
ითვალისწინებს. მკაცრდება
მთელი რიგი რეგულაციები.