ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული გამოაქვეყნა.
ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და საამაყოა ის ფაქტი, რომ მე-3 ადგილზე 55 ქულით საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კიპერი გიორგი მამარდაშვილი გავიდა.
მან უკან ისეთი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ტიბო კურტუა და სხვა ცნობილი მეკარეები არიან.
მამარდაშვილზე წინ მხოლოდ ემილიანო მარტინესი (პირველ ადგილზეა) და იუნაი სიმონი არიან, ათეული კი ასე გამოიყურება:
1) ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) 167 ქულა
2) იუნაი სიმონი (ბილბაო) 91 ქულა
3) გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) 55 ქულა
4) მაიკ მენიო (მილანი) 52 ქულა
5) ტიბო კურტუა (რეალი) 28 ქულა
6-7) იან სომერი (ინტერი) 25 ქულა
6-7) ანდრეი ლუნინი (რეალი) 25 ქულა
8) ჯანლუიჯო დონარუმა (პსჟ) 23 ქულა
9) დავიდ რაია (არსენალი) 21 ქულა
10) გრეგორი კობელი (დორტმუნდი) 17 ქულა
რა საოცარია, ჯერ კვარა, ახლა მამარდა!!! მეტეორებივით შემოიჭრნენ, მთელი ერი ვამაყობთ თქვენით ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, არ მოდუნდეთ!!! ჩვენი დაჩაგრული ერისთვის ნათელი წერტილები ხართ…