“მაკტომინეი კვარაცხელიას ხელის შემშლელი და ლუკაკუს პრობლემა” – მიმომხილველმა “ნაპოლის” სასკუდეტო შანსებზე ისაუბრა

News.ge 1 თვე წინ 24
“მაკტომინეი კვარაცხელიას ხელის შემშლელი და ლუკაკუს პრობლემა” – მიმომხილველმა “ნაპოლის” სასკუდეტო შანსებზე ისაუბრა

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველია, “ნაპოლისა” და ს შესახებ ისაუბრა:
“რამდენად მნიშვნელოვანი იქნება “ინტერთან” ლობოტკას თამაში? ის გილმორთან შედარებით სხვა კლასის ფეხბურთელია. შოტლანდიელი უფრო საყრდენია, ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნია, თუმცა მეტი ტაქტიკური თვისებების მქონეა. რას უნდა ველოდოთ მაკტომინეისგან კვირას? ერთი პრობლემა არსებობს, შეტევაში წინაა წაწეული და სივრცეს იკავებს, რომელზეც კვარაცხელია უნდა მოქმედებდეს. ქართველი ამ პოზიციაზე ბურთს იჭერს და იერიშებს იწყებს. შედეგად ის ქართველს გოლის გასატანად არეალს უზღუდავს. როგორც კონტემ თქვა, ბოლო მატჩებში
მაკტომინეი ცენტრში დააყენა, რათა მოედნის შუა ნაწილში ეფექტურობა უზრუნველყოს.
მეორე პრობლემა – ლუკაკუ ყოველთვის ბომბარდირი იყო და გუნდზე ნაკლებად მუშაობდა, ასე იყო ლაუტაროსთან და დიბალასთან ერთად თამაშისას. შესაძლოა, მას და კვარაცხელიას უფრო გამართულად ურთიერთმოქმედება მართებთ და უკვე შემდეგი შეხვედრიდან საჭიროა 15 მეტრით წინ წაიწიონ. მაკტომინეიმ ბურთის დაკარგვისას უკან დაიხიოს და თავდასხმაში მისი ყოფნა აუცილებელი არ არის.
კლუბის მიზანი მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ არის. აგიხსნით: წინააღმდეგ შემთხვევაში 150 მილიონ ევროს ფეხბურთელების ტრანსფერებზე და 20 მილიონს მწვრთნელებზე არ დახარჯავდნენ, არც კონტეს მიიწვევდნენ. მიმდინარე ჩემპიონატზე “ნაპოლის” ლიდერობას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა მატჩები ცოტა გაჭირვებით მოიგეს. “ატალანტა” არასტაბილურია, ნებისმიერის მშრალი ანგარიშით დამარცხება და ასევე “კომოსთან” წაგება შეუძლია. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოსაგებად მზად არაა, ნეაპოლურ გუნდს კი მუშაობის სწორად წარმართვის შემთხვევაში ამის შესაძლებლობა გააჩნია”.
“რებუბლიკა” ვარაუდობს, რომ კონტე ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება, ხვიჩას ლუკაკუსთან ერთად წინა ხაზზე დააყენებს, რამეთუ მაკტომინეის ზევით აწევამ დუეტის კავშირი თანდათან შეამცირა და მიზანი აღდგენაა.

სრულად წაიკითხეთ სტატია