მაკრონს შეუძლია შეასრულოს დადებით როლი, თუ სიტუაციის განმუხტვისკენ წაიყვანს გარკვეულ აქტორებს - ბიძინა გიორგობიანი

Primetime.ge 4 დღის წინ 12
მაკრონს შეუძლია შეასრულოს დადებით როლი, თუ სიტუაციის განმუხტვისკენ წაიყვანს გარკვეულ აქტორებს - ბიძინა გიორგობიანი
მაკრონს შეუძლია შეასრულოს დადებით როლი, თუ სიტუაციის განმუხტვისკენ წაიყვანს გარკვეულ აქტორებს, მაგრამ ეს აქტორების საერთოდ არ ჩანან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ დიალოგს ხელი შეუწყოს.„მაკრონი ძალიან აქტიურობს, იცით, რომ ის წავიდა პოლონეთში და პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად განიხილა საკითხი უკრაინაში სამხედროების განთავსების, რაზეც ცივი უარი მიიღო. მას აქვს სურვილი, რომ აზერბაიჯანის ნავთობთან საქართველოს გავლით და სომხეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური წონა ამიერკავკასიაში და გარკვეული როლი შეასრულოს. მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების გამო ამის შესაძლებლობები მას ნაკლებად აქვს, არც მისი ავტორიტეტია ისეთი, რომელიც ვინმეს სხვა პოზიციაზე გადაიყვანდა. თუმცა, მას შეუძლია შეასრულოს დადებით როლი, თუ სიტუაციის განმუხტვისკენ წაიყვანს გარკვეულ აქტორებს, მაგრამ ეს აქტორების საერთოდ არ ჩანან. ეს აქტორები რამდენიმე ქვეყნის საელჩოები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. არ აქტიურობს საფრანგეთის საელჩო, რაც ნიშანდობლივია. მას შეუძლია რომ გარკვეულ დიალოგს ხელი შეუწყოს“, - აცხადებს გიორგობიანი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია