მაკრონი, შოლცი, ტუსკი: თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება

Civil Georgia 2 თვის წინ 48
მაკრონი, შოლცი, ტუსკი: თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს. მათი თქმით, თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ისინი მხარს არ დაუჭერენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა გამოაქვეყნეს, განაცხადეს: „თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმების განხორციელების კუთხით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამი ლიდერის განცხადების პარალელურად, 50-მდე ევროპელი ლიდერი ხუთშაბათს და პარასკევს ბუდაპეშტში შეიკრიბა, სადაც უკრაინის, მიგრაციის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის დაქვეითების შესახებ იმსჯელებს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია