„მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა – აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად

News.ge 4 დღის წინ 3
„მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა – აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად

„მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა – -მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად
საერთაშორისო საზოგადოებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. დელეგაციას მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კონკრეტული ზომების მიღებით უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო ს შემდგომი გარემოა შეფასებული.
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა მისიამ, საპროტესტო აქციების მიმდინარეობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებიც შეაფასა.
როგორც დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაონ და ისეთი ზომები მიიღონ, რასაც „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა შეეძლება.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა. მიზანშეწონილია ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ ოჯახებზე და უშიშროების ძალების მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ავტორიტარულ ქმედებებსა და წამებაზე. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთად. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე. ასეთი ქმედებები ცხადყოფს, რომ ხელშეუხებელი არავინაა და შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა.“ – ვკითხულობთ განცხადებაში. ამასთან, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დელეგაცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ სანქციები არ არის საკმარისი და საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა ლეგიტიმურად არ უნდა აღიაროს. „მხოლოდ სანქციები არ არის საკმარისი.
დელეგაციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს ეს მთავრობა ლეგიტიმურად. ჩვენი აზრით, თავად არჩევნებში იყო საკმარისი ხარვეზები იმისთვის, რათა ეჭვი შევიტანოთ შედეგის სისწორეში. თუმცა, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ასევე ეჭვქვეშ აყენებს მის მორალურ ლეგიტიმაციას.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სხვა პირებთან ერთად, ხელს აწერენ: „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

სრულად წაიკითხეთ სტატია