მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

Primetime.ge 4 საათი წინ 10
მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ.მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.საუბრისას, მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
სრულად წაიკითხეთ სტატია