მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა

Primetime.ge 2 დღის წინ 12
მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა
2024 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისს შორს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ გაერო-ს გუნდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.ყურადღება გამახვილდა საქართველოში გაეროს ოფისის საქმიანობაზე, მათ შორის, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით.საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 
სრულად წაიკითხეთ სტატია