ჩვენ ვიყავით ქვეყანა,
რომელიც თავდაუზოგავად
იცავდა მშვიდობას და აშშ
ახლა საუბრობს მშვიდობასა
და ცეცხლის შეწყვეტაზე
უკრაინაში, - განაცხადა
ესპანურ საინფორმაციო
სააგენტო EFE-სთან
ინტერვიუში საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა.ამავე დროს,
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ
ოფიციალურ თბილისს არ აქვს
დიპლომატიური ურთიერთობა
მოსკოვთან, რომელსაც
არაკანონიერად უკავია
ქვეყნის ტერიტორიის 20%.„ამ
პირობებში ჩვენი
ერთობლივი მუშაობა
საერთაშორისო ფორმატებში
გამორიცხულია. რუსეთი
მთავარი გამოწვევაა.
საქართველომ უნდა
იმოქმედოს მაქსიმალური
სიფრთხილით, რათა არ
დააზარალოს საკუთარი
ინტერესები“, - დასძინა
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა.