ქართველებს და
საქართველოს ევროპასთან
ემოციური ბმა აქვთ,
ამიტომაც ქვეყნის
მოსახლეობის უმეტესობას
ევროკავშირში
გაწევრიანება სურს, -
განაცხადა საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა Euronews-თან
ექსკლუზიურ
ინტერვიუში.„არსებობს
ემოციური ბმა ევროპის
კავშირთან. ზუსტად ამიტომ
ქართველების დიდი
უმრავლესობა ევროპულ
ინტეგრაციას მხარს უჭერს“,
- აღნიშნა
ბოჭორიშვილმა.მისი თქმით,
არსებობს კიდევ ერთი
პრაქტიკული მიზეზი იმისა,
თუ რატომ სურთ ქართველებს
ევროკავშირში.
ბოჭორიშვილის თქმით,
ევროკავშირი დღეს
საუკეთესო ორგანიზაციაა
მსოფლიოში ადამიანის
უფლებების, ეკონომიკის
განვითარების და სხვა
მრავალი ფაქტორის
გათვალისწინებით.