საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა შეხვედრა
გამართა საქართველოში
უნგრეთის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან, ანა
მარია შიკოსთან.საუბარი
შეეხო ორ ქვეყანას შორის
მაღალი დონის ვიზიტების
გაცვლის დინამიკას და
დაგეგმილ
შეხვედრებს.მხარეებმა
განიხილეს
საქართველო-უნგრეთის
თანამშრომლობის
საკითხები, მათ შორის,
სავაჭრო-ეკონომიკური
მიმართულებით.ხაზი გაესვა
„საქართველოს მთავრობასა
და უნგრეთის მთავრობას
შორის ინვესტიციების
ხელშეწყობისა და
ურთიერთდაცვის შესახებ“
შეთანხმების ფარგლებში
თანამშრომლობას.შეხვედრაზე
საუბარი შეეხო
საქართველოში მიმდინარე
პროცესებსა და
ევროკავშირთან
ურთიერთობებს; ყურადღება
გამახვილდა
ევროინტეგრაციის გზაზე
უნგრეთის მხარდამჭერი
პოზიციის
მნიშვნელობაზე.შეხვედრაზე
მხარეებმა კიდევ ერთხელ
ხაზი გაუსვეს
საქართველოსა და უნგრეთს
შორის ჩამოყალიბებულ
მჭიდრო მეგობრულ
ურთიერთობებსა და მტკიცე
სტრატეგიულ
პარტნიორობას.მაკა
ბოჭორიშვილმა უნგრეთის
ელჩს მადლობა გადაუხადა
საქართველოს ურყევი
მხარდაჭერისთვის.ინფორმაციას
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.