უნგრეთის ევროპულ საქმეთა
მინისტრთან დეტალებში
განვიხილეთ საქართველოში
მიმდინარე პროცესები,
საქართველოს
ევროინტეგრაციასთან
დაკავშირებული საკითხები, -
განაცხადა საგარეო
საქმეთა მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა უნგრეთში,
სადაც უნგრეთის საგარეო
საქმეთა მინისტრთან
შეხვედრის შემდეგ
უნგრეთის ევროპულ საქმეთა
მინისტრს
შეხვდა.„უნგრეთის ევროპულ
საქმეთა მინისტრთან
დეტალებში განვიხილეთ
საქართველოში მიმდინარე
პროცესები, საქართველოს
ევროინტეგრაციასთან
დაკავშირებული საკითხები.
კიდევ ერთხელ განვმარტეთ,
რომ საქართველოს სურვილი
აქვს, ევროკავშირში
გაწევრიანების, თუმცა
ჩვენი სურვილია, რომ ეს
პროცესი არ იყოს
გამოყენებული პოლიტიკური
მანიპულაციებისთვის.
გვქონდა ასევე ძალიან
გახსნილი საუბარი იმ
საკითხებთან
დაკავშირებით, რაც
ჟღერდება ევროკავშირის
წვერი სახელმწიფოების
მხრიდან, მოლოდინებთან
დაკავშირებით, რაც
შეიძლება გვქონდეს
ევროკავშირის უმაღლესი
პირების შეხვედრის
შემდგომ მომდევნო კვირაში
და ზოგადად, მომავალში
როგორ შეიძლება
გავაგრძელოთ მუშაობა“, -
აღნიშნა ბოჭორიშვილმა.