2024 წლის 17 დეკემბერს,
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი, მაკა
ბოჭორიშვილი საქართველოში
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ
ციენს შეხვდა. ინფორმაციას
საგარეო საქმეთა
სამინისტრო
ავრცელებს.ჩინეთის ელჩმა
საგარეო საქმეთა მინისტრს
თანამდებობაზე დანიშვნა
მიულოცა და ამ პოზიციაზე
წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა
განიხილეს ორმხრივი და
მრავალმხრივი
თანამშრომლობის ფართო
სპექტრი. ხაზი გაესვა
საქართველო-ჩინეთს შორის
სტრატეგიული პარტნიორობის
შედეგად ჩამოყალიბებულ
ურთიერთობებს. საუბარი
შეეხო პოლიტიკურ,
სავაჭრო-ეკონომიკურ,
ტურიზმის,
კულტურულ-ჰუმანიტარულ და
ხალხთა შორის
ურთიერთობების სფეროში
თანამშრომლობის
გაღრმავების
პოტენციალს.მხარეებმა
ასევე განიხილეს ფართო
რეგიონში მიმდინარე
პროცესები და გამოწვევები.
ელჩმა კიდევ ერთხელ
დაადასტურა ჩინეთის
ურყევი მხარდაჭერა
საქართველოს მიმართ.
შეხვედრის ბოლოს
მხარეებმა იმედი
გამოთქვეს, რომ
საქართველოსა და ჩინეთს
შორის შედეგზე
ორიენტირებული
თანამშრომლობა მომავალშიც
ეფექტიანად გაგრძელდება