2024 წლის 18 დეკემბერს საგარეო
საქმეთა მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა გაცნობითი
შეხვედრა გამართა
საქართველოში არაბთა
გაერთიანებული
საამიროების ელჩთან აჰმედ
ალნუაიმისთან.ელჩმა
მიულოცა მინისტრს
თანამდებობაზე დანიშვნა
და წარმატებები უსურვა მას
მომავალ
საქმიანობაში.შეხვედრის
ფარგლებში მხარეებმა
კმაყოფილებით აღნიშნეს,
რომ ქვეყნებს შორის
კავშირები ინტენსიურად
ვითარდება. განხილულ იქნა
მაღალი და უმაღლესი დონის
ვიზიტების გაცვლის
საკითხი. ხაზი გაესვა
სხვადასხვა სფეროებში
ურთიერთობათა შემდგომი
გაღრმავების
მნიშვნელობას.მხარეებმა
გაცვალეს ინფორმაცია ახლო
აღმოსავლეთის რეგიონში
მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.შეხვედრაზე
მხარეებმა გამოხატეს
მზადყოფნა ხელი შეუწყონ
ნაყოფიერი თანამშრომლობის
კიდევ უფრო
გაღრმავებას.ინფორმაციას
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.